გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ეთერი ცაგარეიშვილი. 55001021605
საგანი: ბუნებისმეტყველება
სწავლების საფხური/კლასი: დაწყებითი. II კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა: 10
გაკვეთილის თემა:  „ტყის ნადირი“
გაკვეთილის მიზანი:   მოსწავლეებმა შეძლონ ტყეში მობინადრე ზოგიერთი ნადირის ამოცნობა და დასახელება.
შინაურ და გარეულ ცხოველებს შორის განსხვავების გაცნობიერება.
ტყის ნადირთა ნაშიერების ამოცნობა და დასახელება.
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო(წთ)
1
მისალმება, კლასის ორგანიზება, გაკვეთილის თემის, მიზნებისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა.
ვერბალური
საერთო საკლასო
საკლასო ჟურნალი, შეფასების რუბრიკა, კომპიუტერი პროექტორი.

3წთ
2
მასწავლებელი სვამს კითხვას: შინაური ცხოველების გარდა, რომელი ცხოველების დასახელება შეგიძლიათ? შემდეგ სლაიდების გამოყენებით მოსწავლეებს აჩვენებს შინაური და გარეული ცხოველების ფოტოებს და სვამს კითხვებს: ცხენი შინაური ცხოველია, ვეფხვი? ცხავრი შინაური ცხოველია, მელა? ძაღლი შინაური ცხოველია, მგელი? ძროხა შინაური ცხოველია, დათვი?

გონებრივი იერიში
საერთო საკლასო
კომპიუტერი პროექტორი.
6 წთ
3
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია ტყის ცხოველები და მათი ხმები.
ვიდეოს ჩვენება

საერთო საკლასო
კომპიუტერი, პროექტორი. https://www.youtube.com/watch?v=HwPeYXwcwXk&feature


3 წთ
4
მასწავლებელი შესთავაზებს ბავშვებს გარეული ცხოველების ერთი ნაწილის-ტყის ნადირთა გაცნობას. ამისათვის მოსწავლეებმა უნდა გადაშალონ სახელმძღვანელოები და შეასრულონ დავალება-ნადირთა სახელების ამოცნობა.

სახელმძღვანელოზე მუშაობა
ინდივიდუალური
II კლასის ბუნების სახელძღვანელო
3 წთ
5
მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს ცხოველთა
თავშესაფარის შესახებ. რა მიზანს ემსახურება თავშესაფარი, რა მასალას იყენებენ ცხოველები თავშესაფრის ასაშენებლად. სლაიდების გამოყენებით მოსწავლეებს აჩვენებს სხვადასხვა ცხოველის თავშესაფრის ფოტოებს.

მინი ლექცია
საერთო საკლასო
კომპიუტერი, პროექტორი,
5 წთ
6
მოსწავლის რვეულში მუშაობა

დამოუკიდებელი მუშაობა
ინდივიდუალური
მოსწავლის რვეული, კალამი.


7 წთ
7
სლაიდების გამოყენებით მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ზოგიერთი ნადირის ნაშიერთა ფოტოებს. მოსწავლეები, საჭიროებისამებრ მასწავლებლის დახმარებით, ამოიცნობენ და ასახელებენ ცხოველთა ნაშიერებს.





სლაიდშოუ
საერთო საკლასო
კომპიუტერი, პროექტორი.



3 წთ
8
„ცხოველების ამოცნობა”

თამაში
საერთო საკლასო
კომპიუტერი, პროექტორი.
4 წთ
9
გაკვეთილის შეჯამების და შეფასების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს თაბახის ფურცლებს, სადაც მოცემულია დავალებები გაკვეთილის მიზნებიდან გამომდინარე.


წერითი დავალება
ინდივიდუალური
თაბახის ფურცლები, კალმები.
6 წთ
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ბუნ.II.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიცოცხლის ძირითადი ნიშნების ამოცნობა.
ბუნ.II.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ორგანიზმებისათვის გარემოს მნიშვნელობაზე მსჯელობა.
შეფასება: განმსაზღვრელი, განმავითარებელლი. შეფასების რუბრიკა.






შეფასების რუბრიკა

შეფასების კრიტერიუმები

1
2
3
მოსწავლეს შეუძლია ტყეში მობინადრე ზოგიერთი ცხოველის ამოცნობა და დასახელება

მოსწავლე ვერ ამოიცნობს და ასახელებს ტყეში მობინადრე ზოგიერთ ცხოველს
მოსწავლე უშვებს შეცდომებს ტყეში მობინადრე ზოგიერთი ცხოველის ამოცნობის და დასახელების დროს

მოსწავლე უშეცდომოდ ამოიცნობს და ასახელებს ტყეში მობინადრე ზოგიერთ ცხოველს
მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს განსხვავება შინაურ და გარეულ ცხოველებს შორის

მოსწავლე ვერ ანსხვავებს შინაურ და გარეულ ცხოველებს
მოსწავლე უშვებს შეცდომებს შინაური და გარეული ცხოველების განსხვავების დროს
მოსწავლე უშეცდომოდ ანსხვავებს შინაურ და გარეულ ცხოველებს
მოსწავლეს შეუძლია ტყის ნადირთა ნაშიერების ამოცნობა და დასახელება

მოსწავლე ვერ ამოიცნობს და ასახელებს ტყის ნადირთა ნაშიერებს
მოსწავლე უშვებს შეცდომებს ტყის ნადირთა ნაშიერების ამოცნობის დროს
მოსწავლე უშეცდომოდ ამოიცნობს და ასახელებს ტყის ნადირთა ნაშიერებს



No comments:

Post a Comment