პროექტის გეგმა


                        სასწავლო პროექტის გეგმა

1.   პროექტის სახელწოდება: „სტიქიური მოვლენები“
2.    პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: სხვადასხვა სტიქიური მოვლენის გაცნობა, მათთან ბრძოლის და თავდაცვის გზების პოვნა.
3.   პროექტის აქტუალობა: პროექტის საშუალებით მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან სტიქიურ მოვლენებს. მოიძიებენ მათთან ბრძოლის გზებს. შეისწავლიან სხვადასხვა სტიქიური უბედურების დროს მოქცევის წესებს.
4.    პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა იცოდნენ სტიქიური მოვლენის დროს მოქცევის წესები და საჭიროების შემთხვევაში შეძლონ მათი ეფექტური გამოყენება.
5.    მონაწილეთა ასაკი: 6-7 წელი.
6.   ვადები, ხანგრძლივობა: 3 კვირა.
7.   მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ინტერნეტის და დამხმარე სახელმძღვანელოების საშუალებით მოიპოვებენ ინფორმაციას სხვადასხვა სტიქიური მოვლენის შესახებ, მოიძიებენ მათგან თავდაცვის გზებს და გამართავენ პრეზენტაციას. შეავსებენ „მაშველის ჩანთას“ მოახდენენ ვულკანის ამოფრქვევის, როგორც ერთერთი სტიქიური მოვლენის, იმიტაციას. დაამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტებს.
8.    პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი. ინტერნეტი. პროექტორი. დამხმარე სახელმძღვანელოები სამოქალაქო თავდაცვასა და უსაფრთხოებაში. საძერწი მასალა. წითელი საღებავი. სოდა. ძმარი.
9.    პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 
I-აქტივობა: ინტერნეტის და დამხმარე სახელძღვანელოების საშუალებით ინფორმაციის მოძიება და პრეზენტაციის მომზადება.
II-აქტივობა: შევავსოთ „მაშველის ჩანთა“
III-აქტივობა: ვულკანის ამოფრქვეის იმიტაცია.
IV-აქტივობა: საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება.
10.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნ.I.1 მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემნტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემინსტრირება.
ს.გ.I.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობა.
ს.გ.I.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა; აზრის გამოთქმა საკუთარ და თანაკლასელთა ნამუშევრების შესახებ.
11.  პროექტის ხელმძღვანელი: ეთერი ცაგარეიშვილი.
12.  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: eto.tsagaereishvili@gmail.com      
13.  პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: https://eteritsagareishvili.blogspot.com/         

No comments:

Post a Comment